აბსოლუტია ქარების ულტი
აბსოლუტია ქარების ულტი. გთხოვთ მომაწოდეთ პულტი- კოსმოსის. სადაც მტირალა მოწყენილ მუტლფილმს დააქვს ფოსფორი! კანზასი- წითელი მკვლელობა 1900, როგორც მეოცე დუმს საუკუნე და გამოეცე- რასაც ვუყურე დღეს და სხვაობის- სულ ციცქნა არის ფიქრი ლაო-ძის! ვით პარაოზი მოდის გენია- ჩემი წარსული მხოლოდ ჩემია! აღუდგენია არსად არა რას, არც სიყვარულის შნოა კამარა. მძულს წერილები, მძულს პოეზია- მძულს რომ ახლა ვწერ, მძულს რო გეზია. ინდონეზიის პანტერა დამყავს, მთელი აზიის გალავანს ვმართავ, ფიქრებში- მოკვდა სიცხადე სიზმრებში. მე ორგანიზმი მკვდარი მაქვს, მკვდარი მაქვს! ახლა ფიქრია ცოცხალი- და ინტელექტი- სადღაც ქარიშხალს, ექვივალენტი ეძებს დარიშხანს. ვარქვი რა ლენტი ფრიალს ოცნების, რომ სიცრუეა ცხრა საოცრების- მშვიდობა! ვცხოვრობ ისე და მოვკვდები ისე როგორც ყოველთვის, ახლა მინდოდა! ალუ-და-ლი ტყის მშვენება, ანუ ქალი, მთვრალი ალუბალი! ტყუპი უპე თვალის წუმპე. ნელი ქარი ფერგამქრალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი