Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_u9a6uqfmd6lm4pjvh2h9nh6ks5, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მექანიკა - _Ni_Ka | პოეზია

მექანიკა


ან შემთხვევით ღამით გახდი მთვარე
ანაც ჩემში ვერცხლად ჩაიღვარე.
მერცხლად მოვა გაზაფხულის თმები-
ამოგივა! შენ ნუ დაფიქრდები!
დების ხმები მსოფლიოდან მზარავს,
მხოლოდ შენი ერთი წამი მკმარავს.
სად შევარდეს შთაგონება ცის მეტს?
იქაც მხოლოდ შენს სილუეტს მისდევს.
იფურჩქნება ეგ ყვავილი წყალში
იძირება მზე ლაპლაპებს ლურჯად
ჩემი არსი შენთან გადამქრალში
არასოდეს გამოჩნდება ბურჯად.
ცით ვფარფატებ და მიმიღე სივრცე,
სივრცე სადაც არ არსებობს ყრდნობა-
დამივიწყე თუ მოგინდა ისევ,
სიყვარული შეგრძნებების ცაა-
სიყვარულში არ გვჭირდება ნდობა!
ის ხომ მუდამ ჩემთვის ვიღაცაა,
მე კი მისთვის სამუდამო ვინმე-
ვით ლონდონის და თბილისის წვიმებს 
საერთო აქვთ მხოლოდ რომანტიკა!
შეფარულად დავიძახებ "მნათი"
შეფურულად ამბობს "მექანიკა"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი