მღვრიეა თითქოს ყოველი რწმენა


მღვრიეა თითქოს ყოველი რწმენა.
მე ჩემს ქალაქში მზეს გადავურჩი.
ვუყურებ სადღაც დამალულ თმენას
და მახსოვს ისევ ეგ შენი ტუჩი.

არ შევხებივარ და მაინც ვხედავ.
აღარ მაჩვენე და მაინც ვკოცნი.
მე ჩემს სამავინველს შენს სახლში ვკეტავ,
შენ ჯადაქორმა დამაჰიპნოზე!

და ისევ სუნთქვა ჩამესმის მაინც.
შენ აღარ სუნთქავ ჩემს ყურთან თუმცა,
ისევ ქარებით ირხევა ქნარი.
შენი ნესტოდან უბერავს ლურჯცა!

ისევ მახსენებს პროფილებს წყნარი,
ოთახს მოსული ქარის იმპულსი.
შენი თმებივით მღვრიეა კარი,
რიტმა, ბასი და მაგ გულის პულსი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი