ათინათი
ყ**ზე ბანტი თუკი ანტი არი კანტე ცაზე კანტი არი დანტე, როგორც მანდე არი ფარდის ხშობა დარდებს ჩამომშორდე ამიშარდე. ვისთვის ვანთე ყველა მნათი. ათინათი შევაფარდე, და ჩასუნთქვა ყველა მათი ჩემს სიზმრებში დავიადე. სადაც ვანთე გავდა სანთელს, გადავანთე ერთით ათი, ასი ზეცა ათას გზაზე აბრეშუმად ნათისართი. შევა ჩუმად გენში შანთი ვენებს უმად შეჭამს ღამე. თავს წავართვი ჩემი მართვა მოდი მალე, დავიღალე! გავდა ქალის ყველა ტუჩებს მოიყუჩებს ქალთა ტანდემს. ისევ ანთებს, ლავიწებში ყველგან მისი მხრები ჩანდეს. გავა ხანი წამი წლებში დაიღვრება ჩვენი ჩაის... დავინჩ აი შენი ლიზა მისი მონა დამირჩა ის. ჭრელი ლინზა ხედავს პრიზმა როგორ მოდის ანარქიზმად. ვარდისფერი ცების რიდმა, იის ბინდმა, პირამი-თმა: იყო მირთმა მისი აზის ყველა ქალის გულში ნაზი ხუთვა გაზის, ფეთქვა დასის იყო ქროლვა, იყო მოვლა, შემოთოვლა სილამაზის! შემო ერთხელ, შემო ტოლად. მე ხე ზე ვდე, შრე შენ ზევდე. მყოფი პოლარს შეაწევდე. ზევსის დედე ანადა მედე მე შენ დღემდე ალქიმედე. არ იქმ მენდე. ჰქმენი ენდე შენ იფენდე შევიდენდე! ყბები დაბლა! ტუჩი დადნა, სუნთქავს დაფნა, სხვების ბლა-ბლა, მისი ნესტო ბუნების ცამ სხვა კლდეებში გაიქვაბლა! კაცის "ანდე" მოდის ერთხელ, ხოლო "მანდე" ყოველ დღე დგას. თვალი ყველა თვალის მიღმა საუკუნეს შეაჩერდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი