შენ დაგემალე...


შენ დაგემალე როცა წარსულს ენა ეჭირა.
მე ვერ შევძელი? თუ ან სატრფო შემომეჭირა?
ყელზე ვით არი ბოქლომების დაბმის ჯაჭვები,
შენ მართალი ხარ, გთხოვ მაპატიე.
და შენ რას შვრები?
ანაც როგორ ხარ? მე  არასდროს არ მინახია,
შენი ნამდვილი გაბრაზება შენი მოწყენის.
თუკი წარსული შემოგიტევს, იქ მე რა მქვია?
ანაც თუ ოდეს გამიხსენებ, მე გთხოვ, მომყევი!
თქვი ან პოეტი მომაკვდავი შემცოდებია!
ანაც ვიღაჭ ბიჭს აუხდია შენთვის ფიქრები.
ჩემო ძვირფასო ვარაუდზე უფრო მეტია,
სამყაროსავით, შენში მუდამ უკვე ვიქნები!
არ მსურს ლეგენდებს დაეღვენთოთ ქარის მირონი-
წახდეს ყოველი: შექსპირი თუ გალაკტიონი.
შორი გენია ასამარებს თავსაც, სამარეს!
ვგმობ უკვდავებას-მაგ ტუჩებმა შემომაპარეს!
მაგ ტუჩებიდან ალუბლები-არ მიკოცნია!
საოცრებაა სადაც ღელავს გრძნობის შვალება!
ასახდენია მხოლოდ ერთი-გარდაცვალება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი