პრიალებს ცები, ქრის ბმები თმების ფრიალებს


პრიალებს
ცები, ქრის ბმები თმების ფრიალებს.
თრთიან ფოთლები
და იგვიანებს!
წინ არის-
ავტობუსები, მხრებზე პოლუსები 
მყინვარის-
ბუს გრადუსები, წვიმს ბუსუსები შენ იბუსები
პირას მდინარის.

მდინარის სისხლი, შენშია ხილის 
ვედროებით მარხილის...
ცლებით ვისისხლვი, კვდება პოეტის გამოძახილი!
აფრა შავია, მეკობრის თვალი. 
მთვრალი ვარ მთვრალი-
ახლა არა მქავს მეგობრის თავი!
შემეშვით, მხოლოდ დარჩეს აქ ისი.
არ მსურს მაისი აის-დაისი და აღარც სხვისი,
მხოლოდ იმისი! მხოლოდ იმისი!
სუნთქვა მივლის იქ, სადაც არ მინდა. 
მქომდა იმის ის... მე არ ვაკოცე ხოდა გაფრინდა!
ის სილამაზე სხვაზე არ ვიცი!
მინდა მივვარდე- ვფიქრობ ამაზე. მან თქვა "არ გიცდი!"
ჩემთან ავავსე რაც დაიშალა და რაც გემძიმა.
მე ვთქვი "მიყვარხარ!" ის წაიშალა, თურმე მეძინა!
ის წაიშალა ვით მოლანდება 
და ახლა უფრო მტანჯავს, ნელია!
ო, რა ძნელია მისი ბრალდება. 
სუნთქავს ჩემს ყურთან- საშინელია!
ის აჩრდილია, შავი ჩრდილია, ჩემი ოცნება მისი ჩრჩილია!-
ის რჩეულია, ის შიშინია კოსმიურ ღამის!
და აჰა მგვრიდეს...
ის ჩერჩილია და ჰაშიშია რა საშიშია 
ლამის დამხვრიტეს!
ამოდის შენი გზებით კოსმოსის ყველა მზე!
განავსეს, ვფარავ მზეს და რამზესს.
და როგორც ღმერთი გვამებით 
ჩემი სამარხი აავსეს.
ფარაონს შევედარები, თუმცა ღმერთებთან გადამსვეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი