არ გაგონდები
საით მხარეებს გაშლიან ფერად ვით ლურჯ ცეცხლებად როცა მერცხლებად ცით გადაიფრენს ქარის ელფერად ეს მოგონება და მე შემრცხვება. და მე შემრცხვება როგორც ერცხვება ყანებს ქარული წვიმის ლანდები და შემესხმევა ვით დამარცხება მისი ძახილი და ვიბლანდები. შორილ ნისლების კრთომა მაღვიძებს. დახრილ გვირილთა თვალებს ვმონდები. ვით ყვითელი მზე არ დააბიჯებს ფაქტს, რომ არც ერთხელ არ გაგონდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი