ვხედავ ყვავილებზე ლურჯი დადუმება
ვხედავ ყვავილებზე ლურჯი დადუმება ნისლთა ორეოებს ქარით ასენდვიჩებს. ცხელ და მექანიკურ მაკულატურებად- გონთა მზესუმზირებს გული ასე მირჩევს. ყნოსავს აკრობატი დახრილი ტირიფი მიწით ამომავალ ბალახს ცრემლი უნდა. წვიმაც აღარ მოდის! გარდა მარჯნის რიფის, ცრემლი აღარავის აქ აღარ უნახავს- და არც შეგვინახავს ცრემლი წასულ ვნებებს ცრემლი თარაოებში აღარ აგერიოთ. ცრემლი ერთხელ წყდება მძიმე მოგონებებს და ამ მოგონებებს უნდა შეველიოთ! სახავს გარინდება სადღაც კოშკს და ღამეს. მქონდა ოცნებების ცაზე ზოლი გრძელი! მახსოვს წამიყვანე და ცებს ააშკარებს მნათნი შენნაირი, ანუ ადრინდელი! გენურ ოლიმპოებს ეძახის ატლანტი. მე ვარ ან გენია, ანაც ცრუ ცის ფერი! წლების ცხოვრებიდან მომკლავს ციფერბლატი, ტყვიით ჩაჟანგდება ჩემში ლუციფერი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი