მე იმის იქით რაც კი შენია


მე იმის იქით რაც კი შენია, სუყველას ერთად მივეკუთნები,
მოგონებაში თმა გიშერია
და მოგონება თვითონ ეგ თმები.

იქ სადაც ქარი ბარიტონებად,
კვნესის და ზღაპრობს იგი ბადეა,
სადაც შენა ხარ ის მოგონება,
ბრწყვინალება და სილაჟვარდეა.

მეიმედი თითო თენებით,
მასში წარსულად ანიავქროლდი-
ლურჯა ცხენების ჭენებ-ჭენებით,
ვით ქარიშხალი ღამით ათრთოლდი.

და შემდეგ ქარი და ეს სიმძიმე,
ტვირთებად მაწევს თოვლთა მასები,
მე გაგამრავლე არ დავიძინე
და ახლა ღამით მეათასები.

არის სტკბო და არის სინაზე,
მრვალჯერადი დგანან გემონი-
ეს სიდიადე და სილამაზე,
მხიბლავს ისევე, როგორც დემონი.

მე ამ ცხოვრებამ
აბსურდულობით,
უიმისობა ვერ მიმაჩვია,
და ცის ბრჭყვიალა უღრუბლულობით,
ყოველი ღამე გამინათია.

ახლა ეგ ლანდი დაჰქრის აქ ალით,
სულ სხვანაირად ჩემთან ენთება,
როგორც შუქურით, როგორც გრიგალით,
რომ გულში იყოს ეს აფეთქება.

აქ მწუხარება სევდას ირაკლავს
და სიმარტოვე ზამთარს აცვია,
ჩვენთან მანძილი ზუსტად ისე დგას,
ვით ოცნებებში არს დისტანცია.

და კოსმიური იძვრის ოცნება,
ელვა ელვაზე ვარსკვლავიური,
ანგელოზების ფრენა ფრთოსნებად 
და ჯოჯოხეთი უტოპიური.

                            ***
მე იმის იქით რაც კი შენია
სუყველას ერთად მივეკუთნები,
მოგონებებში თმა გიშერია
და მოგონება თვითონ ეგ თმები.

შენ პოეზია ჩემში დაბადე,
და კარიბჭე სჩანს აქ ხელოვნების,
შენზე ოცნება და სიღაღადე
და ეს რითმები აღფრთოვანების...

აქ უშონება ჰგავს იმ ჯებირებს,
ილუსტრაციებს ცისა კამარის.
და ყვავილთ მტვერი იმ ცივ აგურებს,
რის მერეც მიყვარს იასამანი.

მე კიდევ მიყვარს ზეცის სვეტები
და მის თაღებში ციური ჯარი.
მშვიდი დაშვება ფერმკრთალ ხელების
და მათზე მქროლი ბრინჯაოს ქარი.

მე კიდევ მიყვარს შენი მოწყენა,
შენი შეგნება, შენი მკლავები,
რომ მათში არის სევდის მოცვენა,
და სევდიანი შენი თვალები.

მე იმის იქით რაც კი შენია, 
სუყველას ერთად მივეკუთნები,
ყველაზე მეტად მე მეშინია,
რომ შენ არასდროს არ დაბრუნდები.

აქ სიმარტოვე დუმს სიუჟეტში
და უშენობა დგას სადგურებად.
ასე ვლინდება ამ საგიჟეთში-
ფიქრი, ღამე და განადგურება.

უდაბნოში კი ქარის გენია
არის შენივე თითო ჩასუნთქვა.
და იმის იქით რაც კი შენია,
ოცნების ძალამ მე მიმაკუთვნა.

მესიზმრებიან მე დემონები.
გრძნობებს კაწრავენ მათი ბრჭყალებით.
მე გამოგონილს გემეგობრები-
ეს მანდგურებს ნელი წვალებით.

                            ***
შენ ვით არქივი ძველი ფირი ხარ.
ლენტის კადრებად მიმზერ თვალებით.
შენ რუსთაველში თინათინი ხარ-
მე ავთანდილად დავიარები.

მე მხოლოდ ასე გიახლოვდები,
მე მხოლოდ შენი ხმები მაკლია.
დილაში სხივი შუქით გროვდება.
უკვე შვიდს ხუთი წუთი აკლია.

დრო კი მიიწევს სწრაფი წამისკენ,
გზა იფინება სიკვდილიანი,
მივექანები ცივ სამარისკენ:
უშენოდ ხელებდაღლილიანი.

მე იმის იქით რაც კი შენია
სუყველას ერთად მივეკუთნები.
ჩემს ოცნებებშიც კი მეშინია,
რომ შენ არც ერთხელ შემობრუნდები.

ხოლო მიზეზი შენი არ ყოფნის
ის უდაბნო და მძლავრი ქარია.
რაც კი აქამდე იყო გაყოფით
ახლა შეგროვდნენ და აქ არიან.

ბარათაშვილის გზებზე მღერიხარ
და სიყვარულში ჩქეფს კანიონი.
გალაქტიონში შენ ის მერი ხარ-
მე კი წილად მხვდა გალაქტიონი!

2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი