შენ სევდა გერწყმის, შენ გინდა მოკვდე!


ღამეა დღე და რა გვიანი ქარია
ოთახს და ქუჩას ეცემა შუქი
ჩემში და ზღვებში სევდიანი ხსნარია
და რა წყნარია! თუ მოვკვდი გუშინ
მოვალ და თუმცა აღარ არიან
მოგოგონებების ტან-სახეები!
და მერამდენედ განმეორდება
ვაწუხებ ქალს და გვიანია!
ვხტავ რომ ღამემ არ ამატიროს.
მოძრაობს თმები უძრავ პროფილად.
და შორით ვხედავ იმ სანაპიროს
სადაც არც ერთხელ ჯერ არ ვყოფილვარ!
ციმს ვარსკვლავები ცა სადა ალებს.
პოეტურ ქარში მჭირს დემენცია.
თვალების კრთომას აალაპლალებს
მისი სიკვდილი, დგას ესენცია!
აქ ქარბუქების არის ორეო
ქარ-ბადეები მესმის, ზოგია-
საშიში როგორც ზღვა უმორეო
და შორი როგორც საღვთო ორგია-
დემაგოგია მაგ ბაგეების!
გზად ლანდთა გების მცირე საათი
ჩემო სანათო და მინდა თმები 
ხელზე მედები მსურს მუსაათი,
სადაც შენ ისევ განმეორდები!
მე ვხედავ პანს კლდით-მისი სიპი
სრიალებს ქარი, ქვები პრიალებს.
ფრთები მაქვს, ჩუმად, სჩანს მისისიპი.
ინახავ ჩემგან ინიციალებს.
რომ ისევ მიყვარს შენი ლავიწი.
არ შევხებივარ მე იმათ ღამე...
მე რაც მინდოდა ეგ შენ არ იცი!
შენ რაც არ გინდა არ ვიცი და მე!
შენ იტყვი: "რაც მსურს არ იცი ეგეც!"
ვიცი არ ვგავარ შექსპირის ნომერს
შენს რომანტიკას ცრემლი რომ როკვდეს!
მაგრამ თუ უსმენ წვიმას და შოპენს
შენ სევდა გერწყმის, შენ გინდა მოკვდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი