ერთხელ ისე არ იყავი...!


ერთხელ ისე არ იყავი, ერთხელ ისე არ იყავი...!
ერთხელ ისე სხვა იყავი, მაისის მზეს
ერთმეოდა გაზაფხული.
ვით დამწვარი ყინულები, ერთხელ ისე გაიცინე.
ერთხელ მაინც მომეხუტე და შენ ისე დაიძინე!
ერთხელ ისე აქ იყავი, იყავი თან არ იყავი
მე ლანდივით არ გელოდი, სუნთქვასავით ქარს ვიყავი.
მხოლოდ მესმის აკლდამები,
მესმის საით გხედავს სახე.
ერთხელ მაინც მეყვარები!
ერთხელ მაინც არ გენახე!
უკრავს ფორტე თითებს არფა
მიჰყავს ქორფა ზღვებზე აფრა.
წყნარად წვება წყება წყალის 
ღიმის ფერის თუ გამწყრალის!
ტყეებს უნდათ ბნელი მწვანე.
ოკეანე-წამიყვანე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი