მე შენთვის...
მე შენთვის ლანდები არაფრად მიცდიან, ვერ შეგცვლის... ფარდები თანაბრად მიქრიან, ვეძებ ვის? არ მინდა უბრალოდ წავიდე და ასე მოვკვდე და მიწაში ჩავიდე. გამანდე ვიცი რომ გული გაქვს მომსპარი აანთე სახელში სინათლის გორგალი ანთია "****" და ულევი შუქების პარტია. გატეხილ ადგილებს თვალები გაბრდღვნიან- გიყურებ! მოწყენილ მკვლავებით, ვარ გვიან! მინატრა არცერთხელ. საქსაფონს მიმართა არ ამბობს. სად გული, ვის გამო იმართა და დარდობს. ცხოვრება ტყუილი ჰაერის მტვერია- ვისუნთქოთ და სხვა ბარიერის მტერია. არ მესმის- რატომ ხარ უცხო და მარტივი. ჩამესმი- ვით სიზმრის მშვენი ნეგატივი. ამბების ჭორია მთავარი დიდება. ჭორია! გგონია რომ სულ მომინდება?- ანთების გული და ცემა ამინდებად, თვალები, ზოლი, დაცემა, გარინდება! და ცას აოცებს როცა გხედავდი ვგრძნობდი არა რას: აღარც ქაოსებს, არც გულის ცემას, არც კის, არც არას! ქროლვით ანათებს გამაოგნებელ მოგონებებს ლურჯი ნიშები. ვიცი არასდროს შენი მხრიდან შევინიშნები. ვწერდი ბარათებს- ვით შვიდ გონებას ერთზე იფშვნიდე. ვგრძნობდი არაფერს- მხოლოდ სიმშვიდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი