ღამის ქარებს ვგავარ ლანდის
ღამის ქარებს ვგავარ ლანდის შემობლანდვის, დღესაც შენზე ნაკოცნარი სუნი ამდის. ისე ღრმაა, ჩემში მხოლოდ შენი ხმაა ლეოპარდის! მწვანე დაფნის სიზმარები, სადღაც შლილი შენი რიდი, ნიტი გემო სმაროდინის, ნავთში მარგალიტი! ჩნდება ობსესივი, შენი ნეგატივით, 1000 ვატზე პულსირება ცაზე თეთრი კომპულსივი! ღრმა მოხუცთა ქვებზე მწკრივით- ძილი ღვთაებრივი. მომედება ტუჩზე გემო, გემო უკვდავივით. და ვით ქარში შემთხვევითი ფრთები შენკენ ვფრინე, როცა ცეკვით შენი ნაზი ღიმი მომაფინე! ვით შემთხვევა მოვა კვდომა და დასტოვებს ყოველს ჩუმად. გვერძე იწექ და სუნთქვდი სიზმრის აბრეშუმად! ოჰ, სუნთქვათა ეგ ფენები საბანს ეფარება- არ არსებობს ქვეყანაზე შენზე "ხელოვნება!"- ბოროტია უკვდავება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი