უკვდავი წასვლა


მე მდუმარებამ შემიპყრო კვნესით
და ამოქარგულ სიზმრთა კიჩოს.
ამომათრიეთ წყლიდან ანკესით
გამიშვით თევზი ზღვაში დავიხრჩო.

ახლა ბზარები ანერკლს სარკის
ენაცვლებოდნენ ქარები რიგებს.
და გაქცეული ვით კოსმონავტის
ვიხსენებ ზეცის უცხო ფიზიკიებს.

შემომაშველეთ წყალი ან თვალი.
თუ შემომხედავთ ნუ გვიანდებით.
მე წავალ მზეში როგორც გრიგალი,
და მოვალ მთვარის გირლიანდებით.

შეჩერდეს ბრუნვა, სუნთქვა შეჩერდეს.
ოჰ, იყო დრო ვით ურჯულო სახლი.
გადაზნექილი მომდევს, შევჯერდე 
უნდა მე, ტანჯვა რაც იყო ახლის.

შეიტყვეს შორით, გემებმა წასვლა,
მივალ და არსად შემხვდება თავი.
თუ შემეჩეხეთ მოხდება გაცვლა-
წაიღეთ გემი, მაჩუქეთ ნავი!

ნუ მიმატოვებ, ნუ იტყვი მოვკვდი.
წამომაყენე მჭირდება შველა.
მე დაშლილი ვარ, ნუ შემოგროვდით.
სადამდეც მიყვარს მეძახის წყევლა.

დამტოვეთ მუდამ, წაიღეთ ქარი.
აჰა დაცალეთ სულიდან ფორტე.
წაიღეთ მაჯა, და საკუთარი.
მაჩუქეთ წყევლა და სიბოროტე!

მაისს არ ახსოვს აქ რომ ფორჩები
ჩემს მოსაკლავად აგიჩემია!
მაინც ვერასდროს აქ ვერ მოვრჩები.
მაინც არ კვდება ის რაც ჩემია!

ვერ შეაჩერებ დროს ანდა ფრენას
და აღაც სივრცე დარჩება, ვლპები.
მე ჩემს სუნთქვაში შევნიშნე ღრენა.
მოვკვდები მარტო, გადავიღლები!

ო, დაღლილი ვარ მჭირდება წოლა.
მჭირდება ძილი- არა თვალების,
არამედ სრული თიშვა და ყოლა
მარადიული სულ და მალები!

ო, ჩქარა, ჩქარა გახსენი კვდომა.
მიმანდე სიკვდილს უბრალო ბიჭი.
მე სამუდამო წამიღებს ქროლვა
და სამუდამოდ დარჩება ნიჭი!

და მე თბილისის დავრჩები სული,
სხვა ქალაქების უკვდავი მუზა.
ვარ ფოთლებისთვის სხვა გაზაფხული,
ოკეანეთის თეთრი მედუზა!

მე ღმერთის თვალწინ ვარ რა მარტივი.
მოხდება ჩემი სიკვდილზე გაცვლა.
მომენატრებით თითო წამივით,
მერე მექნება უკვდავი წასვლა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი