სევდიანი პაუზა.
ჩერდება წამი და ალუბლები შეწყვეტენ შრიალს. წყალქვეშა მარჯნებს ის უყურებდა, როგორც თავისი. შენ ნამსხვრევებში გააგრძელებ გაგუდულ ღრიალს, თუ ახლა უფრო აღარ არის ეს საკმარისი?! როცა გამთბარი გვირილები ყინულში გვესმის. როცა ყოველი ამოსუნთქვა ზღვაშია ღუზა. იქ ჭეშმარიტად სევდიანი ლურჯი მორევის და პოეზიურ მედუზების შედგა პაუზა! როს ბუნდოვანი აღიმართა შემწყდარი სიო და ახლა უფრო დანამული კაშკაშებს ბროლი- დაორთქლილ ცაზე სიკვდილივით გადამიციო ჩემი არსის და სიყვარულის უკვდავი ზოლი! შორს გზატკეცილი ლამპიონთა წყებაში ქარებს ანათებს თეთრად და ყვითელი მოძრაობს სხივი, სადაც უაზროდ მქროლიარე მანქანის ფარებს ეწელებოდათ ნათებები კოსმოსებრივი. ჩამოაქვთ ხმები არსაითკენ ატანილ ლალებს. ღვთაებრივ ცურვას ეზავება მარადის ფონი. რომ ახლა ცისფრად, ჩახატულ შენს ცარიელ თვალებს, ხატავს უკვდავად ლურჯი დემონი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი