იანვარი


დრო გადის და შენ ჩემ ფიქრში ლამაზდები-
სადღაც მცირე ჯოჯოხეთში შენი თმები ანაზდები!
რომ აღწერილ მავზოლეუმს, ვით სიგიჟე შემოხსნილი.
ჩემგან ააქვს შეშლილობა, ჩემგანაა ამოხსნილი!
მწვანე ჯუნგლთა, ოკეანის დაფნიური მოგონება-
და ალპიურ აპრილებში ეშვებოდა გაოგნება.
სად ვარდების ამოშვერას არხევს ქარი,  სხივნამთვარი!
მაგ ხელების გამოშვერას ველი მკვდარი!
მომე, მომე ჩემი გული, არ მჭირდება გაზაფხული-
ჩემს გულშია ყველა კვირტი დაკარგული, მოწამლული.
საით, საით მივქრი მაინც, ვეღარ ვხედავ შენებრ მაისს,
თუმც ხარ ქარი.
მე მაისი მეგონე და ხარ ზამთარი.
იმ ზამთარის რომელშიაც იბადება მისი სუნთქვა
წივის სადღაც ვიოლინო, ყვითელ ფოთლებს ხმა აღუთქვა.
იწმინდება ცაში მტვერი,
ანუ შენ ხარ ნოემბერი-
დასაწყისი სიყვარულის,მდნარ ყინულის ნიაღვარი
და თავდ ხარ იანვარი, იანვარი, იანვარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი