სადღაც იკივლეს


უსიყვარულოს ვიმახსოვრებ და წარსულს მიკლავს!
უსიყვარულოდ მე არ ვცხოვრობ-დიახ! მე მიყვარს!
და თავ დახრილი გვირილები მოჩანდნენ მწკრივად-
ციდან დაღვრილი ღიმილები! ვსუნთქავ მარტივად!
ახლაა ყოფნა! და მახარებს ქარის ტრაური.
შორს დგას არ ყოფნა- ზამთრის გლოვა, რა უცნაური!
მივალ სიზმარით რაც არ თქმულა და ცაა დინჯი-
მსუბუქ სივრცეში გადანთქმულა ესე ნაბიჯი!
რაც ოცნებას სწვავს, ჩემს შიგნიდან მდგარი ფესვია-
სვია, ვერხვები, გვირილები- აქ არ მესვრიან!
თუმცა წაეღო ნეტარებას შეეძლო სიგრძე...
უცხო სივრციდან მოღამდა და რაღაცა ვიგრძენ!
სადღაც იკივლეს! ქარი ხმაურს ჰაერში წელავს,
რაღაც სიცივეს, იმ უცნაურს ვეღარ შებერავს!
ვერ შეაჩერებს და შეერევა ტანჯვის მარწუხებს!
მძიმდება სუნთქვა! რა არ მერევა, რა არ მაწუხებს!
როს უდაბნოდან აღიძრა სილა, თითქოს იჩივლეს-
გული ეკალის ჩხვლეტით აღვსილა... სადღაც იკივლეს!

ფიქრი და კვამლი, სავარძელს მტვერი.
დღეს მე არა ვარ თავისუფალი და არც პირფერი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი