ტოტი ზეცის ვენა
ტოტი ზეცის ვენა ხე კი დედამიწის. ხიდი აღმაფრენა ზღვებზე პრიბალტიკის. და მრგვალ სილურჯეში ღრუბლის ტალავერებს, ქარი ურაგანში აქრობს ჭალა-ველებს. ისმის გალობები შივილს გადახშული. მწვანე ფოსფორები ყინვით დაკარგული შესდის ნაკადულებს ცივი მდინარები და ზღვა ანადგურებს უტყვი მდუმარებით! გემთა იალქნები ჰგვანან თაიგულებს. ანგელოზის ფრთები მსხვრეულ ფაიფურებს. შეჰყავს მარტოობის ვრცელი ჰარმონია, სახე ფანტომობის ღიმის აგონია. ხოლო, ადრე ვნებით: მითქვამს იყავ გული. ახლა შადრევნებით არის სიყვარული. სადაც ეკლიანი გზებით დაიწება, სადაც ხეტიალი ყველა გაბრწყინდება. სახე ადვილდება თითო პანტომიმით და აყვავილდება ფიტოპლანქტონივით!. ზეცას გარინდული მოსავს მეტყველება, მასში დაბიდნული ქროლვა მეველება. ოქროს სანაპირო დღე სჩანს სიბეღურით. ღამე პარაფირობს უცხო სიველურით! ყურში სტიქიონი თვალში ალმასია. ხმები მილიონი, ფერი ათასია! სული გაახშირებს სუნთქვას, თრობაშია! გული აკავშირებს რაც კი მტრობაშია! ზღვებში ყრუ ქანები ხვდება ღრიალქარში, აფრქვევს ვულკანები წვიმის ნიაგარში! და ცა სილურჯედან შავში აიწურა, იმედს მიუჯდება და გადაიწურა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი