ჩემში თუ ბორგავს შენზე წარსული


ჩემში თუ ბორგავს შენზე წარსული,
მე შენში ალბათ სხვა მაწარსულებს!
ვიცი რომ გინდა იყო ზრდასრული, 
თუმცა შენ ეძებ კვლავ უფლისწულებს!

თუ მე აქ მხოლოდ წასვლას ვუნდები-
შენ ალბათ ტანჯვა გსდევს ტვინის წნული,
შენი პატარა ძმა უფლისწული.
მე კი უბრალოდ გავწარსულდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი