უფრო მარტო ვარ სადაც არ ბნელა


მე მოვყვებოდი ოცნებებს ნელა
და ახლაც ღელავს მისი სტრიქონი.
უფრო მარტო ვარ სადაც არ ბნელა,
სადაც ხმას იღებს ჩემი პითონი.
ნერვი ლითონის ტრიალებს წრეზე,
ოთახში ჩაის ვსვამდი ლიფტონის.
ვხედავდი სიქსტის, სისხლი სახეზე
ჩემი ინსტინქტი არს კუპიდონი!
მე არ მიყვარდა და არც ხომალდებს
ადრე ვამჩნევდი, ადრე ყოფილი...
ახლა შტორმში ვარ ირგვლივ მქროლ ლანდებს 
უყურებს თვალი. მისი პროფილი.!
და ვხედავ ნელა იცლება ნიშის
კიდობანიდან სისხლთ მუსაათი.
საათი ვიცი მე მხოლოდ ქვიშის,
მაგრამ არსებს სისხლის საათი.
დუმს საუკუნე-  ათას ცხრაასი
წითელი მკვლელობა კანზასი,
ირგვლივ უკუნე-ქალთა გვამები, კაცთა ბაასი.
მაგრამ ახლაა ორი ათასი 
და უფრო ჩუმი დგას საუკუნე!
დღეს დეპრესიულ ბავშვთაა კლასი,
რადგან ათასი ფაქტორი გვივლის:
დაღვრემილი ზის კლასებში ბავშვი,
რადგან მას მხოლოდ უნდა სიკვდილი.
ჩვენ ვცხოვრობთ ქარში!
გვინდა სიკვდილი!
-რატომ სიკვდილი?
-ჩვენ დავიბადეთ, რადგანაც ქარში
და ყოველ დილით
ეგ ვითარება გვეხება სახლში!
-მშობლებსაც უნდათ, ანუ სიკვდილი?
-მშობლებს აქ უნდათ მკვდარი მშვილები,
რომ მათ გლოვაში გამოიკვებნონ.
ჩვენია ნება არ ვართ შვილები.
რომ იყოს ნება განვეშვილებით.

და ეს არ არის თამაში მხოლოდ
ეს არს სარდაფის მკვდარი თეატრი, 
სადაც სიკვდილი თამაშობს ბოლოს,
სადაც ყოველთვის კლავენ ბეატრისს!
ჩვენ ვართ ბავშვები, გვაცვია ჰუდი
და ვართ ნიღბების უცხო თაობა.
სულ გზა ასია, ასივე მრუდი
გვსდევს მკვლელობათა სხვადასხვაობა.
სადაც ბავშვები: " მოგვეცი დანა, სისხლი დანაზე!"
და ასე ვცხოვრობთ და თქვენ რას შვებით?
საიდან მოდის ტვინში ეს ტრამვა-
ილაპარაკეთ მოდი ამაზე!
შერყეული გვაქვს ფსიქიკა მამა.
ჰო, შენ მამა მოგვეცი დრამა,
ილაკაპარაკე ჩემზე უხეშად-
მაგ ლაპარაკმა გამათამამა,
არ ვარ ნუგეშად.
და ახლაც მესმის ხმა პოლიტიკის
მოვკლათ ესენი-მოვკლათ ეს სენი,
ტყვია დატენეთ გავწყვიტოთ გენი-
დავრჩეთ ესენი.
და შენც გოგონი თუ არ ხარ აქეთ, თუ გინდა ტყვია-
მკვდარი თვალები უკვე გატყვია,
და თქვი რა გქვია?
დაგიჭერ თმაში
და მოგკლავ ნაზად, მშვიდად რითმაში!
და გაგხდი სამოსს, ხარ ჩემს მხარეში,
ვშიშვლობთ და ბოლოს, თავად ჩაგყვები ცივ სამარეში!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი