პოეტოლოგია


დავინახე, როცა იგი თოვლად მოდის პეპელა
და ქუჩაზე იდგა რიგი მზიური სხივების.
მოგონება მე წარსულის გზებში გადამეწელა.
პეპელ-თოვლი გაზაფხულის თმებში შენაგივები.
უსასრულო ჰქონდა ტანი ვით ზიური ტალანტი.
იღვრებოდა ირგვლი კანი, გარბოდა დაღამება.
საით ქრიან ეს პეპლები, თვალებს წამით დალანდე.
მის სხივებში ჩავეფლები, როგორც სხვა ნეტარება.
ჩამოიქცა ციდან წყალი, მზე ირეკლავს წვეთურებს,
თითქოს ქარად დაკიდული ნათურების არეა.
ცას ვუყურებ ცაზე ვხედავ კაცთა ბევრ ნათითურებს,
თითქოს ახლა უკვდავება სულ უბრალო რამეა!
გამიტაცა მთების იქით მყინავს კავკასიონი.
არ უწყდებათ კლდეებს წვერზე პეპლიური ზმანება.
სიკვდილით მომდევს ჩრდილი, მიხმობს თბილი სიო-ნი.
მოვკვდები და ხელახალი არის კვლავ დაბადება.
სულ ბოლოჯერ გავიცეკვებ მთებთან, დედამიწასთან.
ვერ ვენდობი ადამიანს, ბუნებისგან შორია.
მე არ წავალ არც კოსმოსის ნისლთან ანდა ზეცასთან-
კაცის არსი სამყაროსთან მხოლოდ ქარის ტოლია.
დაუბერავს, შლის და არხევს ხეებს, ფანჯრებს, ძნელია,
რომ სიცივე სამარემდე უნდა დაიმეგობრო.
მეომარის სიყვარული რთული სათრეველია-
ინადირო ყველაფერზე, არსად არ იმეკობრო!
ეს თვალები მეხუჭება, ვხედავ, ვხედავ სრულ სივრცეს.
ქანდაკების ფრთებიანი ქალთა მძიმე ორგია-
მე ქარიდან წყევლის გავლით დავეშვები ლუციფერს,
საც უკვდავად გავანათებ ჩემს პოეტოლოგიას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი