არა დროს-აქაც ვარ!
სანამ ქარი ვერ ძლებს შენკენ მოჰბერავს ჩემს სევდის ნაპერწკლებს, როგორც ოპერას. ჰანგები ნელა წვიმს წვეთთა კანტია. თოვს ვერა, ჯერ იწვის- ყველა ნათი-ა! ანთია ქუჩებზე შუქი ალაგალ. შენს პროფილს ტუჩებზე ვიდებ ქარდაქარ. მივდივარ და მიმაქვს შენი მხარდამხარ სევდიანი წვიმა- დამაქვს კარდაკარ. ვერ ახშობს სხვისი თმა მაგ შენს სიხოტრეს. ვერც სხვისი ცხვირი, ხმა- მაყრის სიხორკლეს. არ იყვნენ უგვანოდ შენთან მკლავები. და ახლა უნდათ რომ... ვერ ვუმკლავდები- არ ხარ და მეცემა ცრემლი ყოველღამ. ყოველდღე გეცეკვა ფიქრი ვპოვე ღრმა. რაც გთხოვე გაჩუმდა, ახლა მხოლოდ ვქრი. მიენდო, გაყუჩდა სული მოლოდინს. ვერ მიტან, საით დრო. წაგიტან, სადაც ვარ. არასდროს დამინდო. არა დროს-აქაც ვარ! ფარდები მხედავენ, მოგიყვებიან- ჩემში კვლავ ბედავენ, მორიგ კვდებიან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი