რომ ვარ მხოლოდ უბრალო და რომ ვარ არაფერი


მიქრის დინებიდან ჩემი წვეთი ფსკერზე
ასე ჩაიძირა შორით ბიუსტებზე.
ააქარშლილია მღვრიე თმები მკერდზე.
ხსოვნა დაღლილია მოძრავ მომენტებზე.
მიეც ზმანებიდან ამოსუნთქვა ნელი
ჩემს ფიქრს ოკეანის მორევებთან ველი.
ლურჯი მედუზების მოცეკვავე შვება-
ძლიერ ძვირფასია, რასაც ჩემში შვება!
ქანობს ქარებიდან წამი ყოფნის ჯერი
გულში სიყვარული მწვანე დაფნის ფერი!
შეაშველეთ ქანდაკებებს ბრინჯაო და კანი.
თავი ვანდე და შევისხი ფრთები ზოლიანი.
ო, სად მიდის მეოცნების გული, როცა აწვიმს?
ალბათ, ციფრი ვეღარ აღწერს ამ უშორეს მანძილს.
დახრილია ახლა მუზა, მე ვარ მისი ჰანგი.
ნისლი გეპარდია და ტყეა ნიანგი.
ტბაა, ტბაა იმ ჩანჩქერთა ოკეანის ფერი,
რომ ვმოძრაობ ღვთაებაში საუკუნოდ ვმღერი.
თუკი ახლა მდუმარება სიყვარულზე კვდება
და რომ თავად სიკვდილია ჩემი უკვდავება!
ახალისდა ჩემს თვალებში თითო მსრბოლი წამი,
ციტრუსების მზეებიდან ლურჯი სხვა ვიტამი...
და ახლოა სიცოცხლისგან ყველა მკვლელი ტყვია-
გაიხადეთ, რა ნაზია დღე-ღამის ორგია.
და მეეფებს წარვუდგები, მე სიმძიმე მტოვებს
და ბედისგან ვესალმები მდგარ იმპერატორებს.
სხვა ღმერთების მე თვალწინ ვარ, სუნთქვა ვპოვე მზიანს:
ჩაიბარეთ სადღაც მყოფი ჩემი პოეზია!
შემიხსენით მაგ კარიბჭის შუა შავი ზოლი-
შემოვდივარ თქვენი მსგავსი თქვენი თანატოლი.
ვერვინ იტყვის სამყაროში ჩემზე მეტად უყვარს,
ანაც ასე ვინმე ამბობს ჩემზე მეტად უარს.
თუ კი წყალი დაგიშრება მომაწოდე ცეცხლი.
მეც მივქარე, თქვენც მიქარეთ, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვცვლით!
ვერ ვცლით ამ ოკეანეში, ყოფიერ მსგავსებას.
მაგრამ ახლა მე რატომღაც გული მეასება.
გიჟი ქარის ფარდა უფრო ახლა ლაპარაკობს,
იტევს ყველა მოგონებას, ყველა არა ბაგობს!
ეს მე ვიცი თუ რა დამქვს მძიმე საიდუმლო.
ედემის პრინცს უმალავდნენ მძივებს და უდაბნოს.
და რომ არ ვარ მე არც მეფე, არც იმპერატორი
და არავინ მკლავით მეფერ, არც არავის სწორი.
რომ არა ვარ პოეზია, არც უკვდავად ვმღერი.
რომ ვარ მხოლოდ უბრალო და რომ ვარ არაფერი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი