ლილი შლილი გადახრილი
ლილი შლილი, გადახრილი. ღამე, სარკე- ცა წაშლილი. მზერა მძიმე, სუნთქვა წვრილი. ნოემბერი ქარგაცლილი. დალი, ცივი ტყე-კანკალი. პარიზი და მხოლოდ რკალი, ქუჩა მკრთალი, მთვრალი ქალი, ნოემბერი ქარფერმქრქალი. (ქარბორბალი) მთელი წელი იყო ჭრელი. შენი ნახვა. ისევ ველი. კოსმიური შავი ხვრელი. ქარშექმნილი ნოემბერი. თოვლი! მახსოვს თეთრი მოლი გალაქტიკის ცხრავე რგოლი. მოლანდების ლურჯი ბოლი. ნოემბერი მქროლი, მქროლი! რა ვერტერი იყო ქარი. ქარი იყო რა ვერტერი. ნოემბერი იყო მკვდარი. მკვდარი იყო ნოემბერი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი