გამარჯობა, მე გწერ ჩემს ბევრ პრობლემებზე.
გამარჯობა, მე გწერ ჩემს ბევრ პრობლემებზე. სახლში მარტო ვარ ჩემს ოჯახთან ერთად. არ შემიძლია ვიფიქრო ჩემს მშობლებზე. და არ შემიძლია შენზე ფიქრში მათ რომ ვერ ვხედავ! მე ვიღვიძებ 6 საათზე, არც მიძინია, უბრალოდ საწოლიდან ვდგები მხოლოდ. უძილობა არ მჭირს, უბრალოდ ძილი არ შემიძლია, როცა ჩემს თავს ვხედავ ჩემი დღის ბოლოს! მე ტვალეტში ვიკეტები საათები ქრიან. არც ვტირი და არც ვიცინი- შუაში ლოდი. ჩემს ოთხაში ქუჩა ისევ შემოიტანს ნიავს. ბოლოს მახსოვს "დაიძინეს" ჩემს თავს როგორ ვთხოვდი. სხვა თხოვნები აღარა მაქვს სახლში ყველა ყვირის. მე დუელში არ შევდივარ, ტვინი ნელა წივის- გაიქეცი სანამ დროა, დაივიწყე ყველა. ტვინი ზიანდება ძაან ნელა, ნელა! შენ არასდროს გახსენდები და მე მაინც არ მწყინს. მე ოთხაში თაროებს ვწვავ, შენ ტვალეტში ტირი. რომ გენახე, არაფერი მოგიტანდი ნაყინს- დეპრესიას გავიგე რომ შველის რამე ცივი! შუქს არ ვანთებ დღის შუქიც კი თვალებს ელვად ხვდება. ღამით დამაქვს მთელი ჩემი სამარემდე ტანი. ალბათ ღამე ინავარდებს, როცა "მე" მოკვდება. უაზროდ ან ვინმეს ხელით ჯადოსნური დანით! ვდუმ და ჯერაც არ იციან რას ვაკეთებ ახლა. ჩემი არვის არა ესმის ჩემი თავის გარდა! უფრო სწორად, არვის ესმის ალბათ, ალბათ, ალბათ! შენ არ ხარ და რა თქმა უნდა მეც არა ვარ! მორჩა- ასე მარტო დასაწერად ჩემი თავი მომრჩა! სანამ ვინმე დამირეკავს მეტყვის გამო გარეთ- მე მანამდე ჩემს სიკვდილთან ღამე გავატარე! პოეზიაც მეზიზღება, ლამაზ სიტყვებს იქსოვ, მართლაც იხმობ უკვდავებას, ამის გჯერა თითქოს! დღეს მე ბაღში გავიარე, გრძნობას ედო მკერდი! სკამზე სადაც მე ვიჯექი დაჯდა თეთრი მტრედი. მერე ასე შვიდი მტრედი მოფრთხიალდა ერთად- მაგრამ სკამზე ერთი მტრედი იჯდა მხოლოდ თეთრი. არაფერი არ მითქვამს, არც მიფიქრია გჯერა? ავდექი და მე დავტოვე იმ მტრედების კერა! მარტო ყოფნა მინდოდა და იქ ისინი მღლიდნენ, თითქოს ადამიანივით არსებები იყვნენ! შენზეც კი არ ვფიქრობდი მე ფიქრებშიც ვდუმდი, მერე თვალი გავაშტერე და სულით მოვდუნდი- თვალმა ბალახს გაუკეთა ვიზუალის ფრენა, თითქოს მდელოს ბორცვებივით ასდიოდა მიწა! მე უბრალოდ სწორშლილ ბალახს ვუყურებდი-წამო! მაგრამ თვალმა დამანახა მთები სამუდამო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი