მოვლენ ბეღურები, ლურჯი დახურება


მოვლენ ბეღურები, ლირჯი დახურება
და თვალთა ჩანჩქერი გადმოიყურება.
ღრმა ძილი, ღრმა ძილი არის სულის შემცნობი სახვა
და შენ არ გახსოვს რა იყო ნახვა
ასე იქნება გრძნობების ლახვა.
გაცდი სამყაროს, მთელს კოსმოსეულის.
აღარც კოსმოსი, დრო რა ხატია!
თვალებს ერთმევა მეხსიერება.
სამყაროების ჩანახატია.
ვარ წევრი აქაც, ვარ წევრი იქით
ყველა სივრცის ან დროის, არ ქონის.
ბიძგი იწყება უშვალო ბიძგით.
და მაპატიეთ მე აქ რაც მქონდა.
შედის ნათების ბრწყინვალებაში
ჩემი ხორციდან რაც ხმა აღმომხდა.
მივემართები და მიტოვებულს ვხედავ ფერმებს და მინდორს, ლელიანს
ამოაბრუნეთ ეს დედამიწა, ნახავთ რომ არც ერთს აღარ ელიან.
თუ თავდაყირა ყნოსე ვარსკვლავი,
შეიგრძენ ბარემ უვასრსკვლავობა.
ტონალობიდან ჯარი ოქტავის
იქნება სიზმრის გაუვალობა.
ისუნთქე მშვიდად, სუნთქვა შენია.
ისუნთქე მუდამ, დარჩი სადაც ხარ.
შემოირე ყველგან იფრინე 
და მერე სადმე არ დაიძინე!
მე ვარ ის რისი დანახვაც მინდა.
მე ვარ ის რასაც ვეძებ.
შენ ხარ ის ვისაც ვხედავ.
შენ ხარ ის რაც ვიპოვე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი