სილაჟგვირილე
მხედავთ მარტო ვიდოდი, ვერ მხედავდნენ თვალები. შენთვის არ მოვიდოდი, შენთვის არ ვიწვალებდი. რომ არ იყვნენ ქარების უშორესი მტვერები. შენ ძვირფასო ქნარების დაითვალე წვერები. უსიო გემოვნებით მოქრის საღვთო პოზები- და თეთრი დემონებით, შავი ანგელოზებით წამი უფრო გაძვირდა, გთხოვ თვალები დახუჭე. მომანდე რაც არ გინდა და რაც ნახე დამუჭე. პირი უფრო დამუწე, მიწით აღარ აივსო, თორემ მაგ შენს ნაკუწებს ის უდაბნო წაისვამს. და უამარავ ქვიშაში მერე შენი სად ვნახო? მგონი სჯობს შენს ქვიშაში ის უდაბნო დავმარხო! და ვით ქარის ყვავილი შენ სილაში იპრილე- შენი ყოფნა ქარების იმ სილაში გვირილებს და იქნება უკვდავი ჩემი სილაჟგვირილე! გამოუშვით მტევნების მძიმე სისხლთა ჩანჩქერი. სიცოცხლით და სიკვდილით უკვდავებას გავცქერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი