უშანსოდ მოჩანს ოთახში ფარდა
უშანსოდ მოჩანს ოთახში ფარდა. არა მოძრაობს ჩემი მკლავების გარდა. აქ wifi-ს შუქი ლურჯია. ჩემ-ი-სმის სუნთქვა, იქით მუნჯუია. მუცულე ტირის, ოჰ, ალბათ შია. სარკმლიდან ეზო ნიავქარშია. სკამზე ქამარი, სკამი ეული. საწოლში ჩემი მკვდარი სხეული. იდაყვებს ვეყრდნობი, დაბუჟდა, დაბუჟდა. ძლიერ უძილო. ჭერი გალურჯდა- თენდება, მზემდე ცა-ლურჯი მუქი. თვალები მტკივა- დღეო ჩააქრე შუქი! შვიდის ცხრა წუთი, თითქოს ვიცხოვრე დილის ცხრა წუთი. მსურს დავიძინო, თვალების, ხან-ხან, ვერ აუდიან წამწამნი ხამხამს. მგონი მთვლემს თუ მეჩვენები და ანდაც უკვე მივესვენები- რატომაც არა. შუშაა კარში შუშაზე ფარდა თეთრი ფარფატა. და ახლა მივქრი, ქარი ვარ. მივესვენები ალბათ სიზმარში- რატომაც არა, მკვდარი ვარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი