გამომიწოდე ხელები ძვირად


გამომიწოდე ხელები ძვირად,
ცამ გაიფირა ღრუბელთა ბოდე.
ვინ არ აბოდებს? ვინ არ იტირა?
ვინც დაიჭირა ვეღარ გარბოდეს.
ვინც ვერ იხილა შენი მორფინი
გამოყოფილი ზაფხულის ხილად.
ძვირფასო ხილვა დამაქვს ყოფილი-
შენი პროფილი, ძვირფასო ფრთხილად!
გარეთ ქარები დადიან ბრაზით,
მხუთავი გაზით სვავენ რარები.
დამეღვარები შენი სინაზით.
შენი სინაზით და მეყვარები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი