რანაირადაც არ უნდა მოხდეს
რანაირდაც არ უნდა მოხდეს, და ვინც არ უნდა ჩემგან წავიდეს და ვინც არ უნდა ჩემ თვალწინ მოკვდეს, რანაირადაც უნდა აცივდეს- არ მიგატოვებ! რანაირადაც უნდა ცხელოდეს და რაც არ უნდა დაიწყოს, მორჩეს! და ვინც არ უნდა იქით მელოდეს და სიმარტოვეს ართმევდეს ფორჩებს- არ მიგატოვებ! და რაც არ უნდა იწვოდეს ვნება და რაც არ უნდა გაქარდეს რაში სულ რომ თან მსდევდეს ეს ხელოვნება და დავიკარგო მარადის ღვრაში- არ მიგატოვებ! სულ რომ წამერთვას შეგრძნების სითბო და რაც არ უნდა მახსოვდეს გუშინ, სულ რომ შევესწრო მომავალს, ვინძლო, სულ რომ წარსულმა დამდაგოს გულში- არ მიგატოვებ! არ მიგატოვებ არასდროს ბიჭი, რადგან ჩემი ხარ! და არც დანარჩენს. სულ რომ წამერთვას ეს საღვთო ნიჭი და რომ სიკვდილი გავდეს განაჩენს- არ მიგატოვებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი