84 კანონი
1. ყველგან და ყოველთვის იყავი მშვიდი. 2. შეიყვარე სხვა და არა საკუთარი თავი. 3. გინდოდეს მუდამ ჩაინგრეს ხიდი. 4. და ოკეანე გაცურე ნავით. 5. უდაბნოს ვარდიც ვარდთა მინდორში ამოდის. 6. ყველაფერი უკუღმართი შეიძლება ჭეშმარიტის დასაწყისი იყოს. 7. მაშ, შეიძულე თუ სიყვარული აღარ გამოდის. 8. და ვინაც გძულს შენ არ გაირიყო. 9. მიეცი ნება იყოს თავისუფალი. 10. გათავისუფლდი სხვისი თავისუფლებისგან. 11. ხელოვნებაში ყვირის უფალი. 12. და გიცავს ცხვრისტყავიან მგლებისგან! 13. ისწავლე ცოდნა ღრმა და მოწყალე. 14. არ ანდო ეგოს შენი მოთმენა. 15. დაასხი წყალი თითო სიმყრალეს. 16. ნუ ელოდები, არის მოწყენა. 17. ნუ ელოდები გულის მოწყენას. 18. ნუ შეჩერდები თუ დაგამარცხეს. 19. ნუ მიეცემი შენს აღმაფრენას. 20. ნუ განიდიდებ საკუთარ მარცხებს. 21. ნუ გააღმერთებ მეს და მეობას. 22. კერპების ბოლო არის საფლავი. 23. გიყვარდეს ხორცის გარემოება. 24. და საკუთარი იყავი თავი. 25. როდის ყოფილა ვინმე მეფობდეს ყველა სამეფოს? 26. ჩვენ ინდივიდები სამეფონი ვართ. 27. კლდის ნაკადული ღორებს არ ეყოთ. 28. ღორები კლდეზე არასდროს ყოფილან. 29. გწყუროდეს მუდამ გამოღვიძება. 30. ხმით რაც არ ითქმის ნუ დაიყვირებ. 31. ნუ ამახინჯებ სავსე ქმნილებას. 32. ნუ ალამაზებ უბრალო ირემს. 33. სამყარო არის შენში იგივე. 34. ნუ ეძებ შენს თავს ამ სამყაროში. 35. აღიქვი წერტილი, როგორც სიდიდე. 36. აღიქვი სიდიდე, როგორც წერტილი. 37. არ გაიხადო სანამ სუნი გდის. 38. წყალი არ მიაკარო საკუთარ ტალახს. 39. ჯერ განიბანე როგორც სიმინდი. 40. ჩამოიბანე შემდგომში სუნი. 41. ფუჭია თითო იდეა ახლა. 42. გაყევი ბილიკს სადაც ძლივს ივლი. 43. არ დარჩე იქ სადაც მეტი ხარ. 44. გიყვარდეს როცა შენ ხარ ნაკლები. 45. ნუ დაიძინებ სიბნელის გამო. 46. იხილე ყოველი დილის რეტროსპექტივა. 47. ჭამე იმდენი რომ სხვასაც აჭამო. 48. როცა მარტო ვარ, მე ზედმეტი ვარ. 49. შეძელი წახვიდე წაუსვლელად. 50. გაუშვი თუკი მისი არ გესმის. 51. ნუ ჩაუდგები ნურავის მცველად. 52. საიდუმლოა ის რაც არ ისმის. 53. გაისეირნე დილით მზემდე. 54. ნუ ელოდები მოვა სიწმინდე. 55. თუ გაგაბრაზეს მიეცი სიმშვიდე. 56. შენ ააღელვე-შენ დაამშვიდე. 57. ნუ შემოუშვებ ომში სიყვარულს. 58. ნუ მეჩხუბები თუკი არ მისმენ. 59. თუ სიხარულში ვერ ვცნობ სიხარულს. 60. მე მოწყენაშიც ვეღარ მოვიწყენ. 61. დაალაგე ოთახი ყოველ დღე. 62. მუდამ არეულობაში იღვიძებ. 63. შეამჩნიე საკუთარი თავი ახლა. 64. შეიტყვე რომ სხვაც არის ახლა. 65. შეინახე გული სულში. 66. იცხოვრე ყველგან, იყავი ახლა. 67. შეჭამე პური, ანუ ხორცი შენი. 68. გიყვარდეს ღმერთი, ანუ სული შენი. 69. დააფასე სატანა, ანუ გონი შენი. 70. ითამაშე, ოღონდ ნუ ათამაშდები. 71. ყველაზე სასტიკი მმართველი გონებაა. 72. გონება და სხეული მართავს. 73. ვისაც სიტყვაში ბილწი ვნება აქვს 74. ის ხმასაც აღმართავს. 75. ტრანსი უბრალო სივრცეა. 76. შვება უბრალო მდგომარეობაა. 77. სიწმინდე უბრალო ფანატიზმია. 78. დამშვიდდი! სიმშვიდე სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. 79. გეტყვიან "კვდები" და შენ გარდაიცვლები. 80. არ ენდო თუ შეგიყვარდა. 81. ამაოებაა ფურცლები 82. თუ სული შენ აგიყარდა. 83. ამაოებაა ცხოვრება 84. თუ თავი აღარ გემახსოვრება. ყველა ზემოთქმული ფრაზა მძულს, მაღიზიანებს და მიყვარს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი