***
ოჰ, ეგ თვალები იხრებოდნენ სინათლის გასწვრივ. ქვებს ყვავილები ეყრებოდა ჭრელი ღვარცოფის. რასაც უშენოდ შემაჩვიე და შენით გავწვდი. ახლა დუმილი მეპარება ცხელი განწყობის. და ეს დუმილი ჩემს სულშია გადაპენტილი. ცხელი ქარია. არომატი, სიცივე ზამთრის. ახლა სამყარო ჩემნაირი გახდა წერტილი. ახლა ძვირფასო, დრო მოვიდა უსიტყვოდ წასვლის. სადაც ხეები მოძრაობენ უსიარულოდ. სადაც ქარები მიცეკვავენ თავის ნებაზე. უმისამართო სინათლისკენ უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ ეფიქრებათ შეყვარებაზე. აი თენდება, დედამიწა მზისთვის ამოდის. მზე კი ურყევად ელოდება სხვა გალაქტიკას. მეც პოლიუსებს ვეხუტები მძიმე მკლავებით და გულში ვიტევ მზის გარშემო ცხრავე არქტიკას! მე სამყაროში მივსდევ ციურ ციცინათელებს. ვუხმობ მსოფლიოს, მთელი ყოფა მესიამება. და მათ ანთებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. მათი ანთების ვერ შეწყვიტავ გაზიარებას. ღამს მსოფლიო დაკარგული დედამიწისი. თუმცაღა ქვეყნად არ არსებობს შუქის კრიზისი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი