სხვა ანარეკლი
ისევ მოდის დღე, მზე ამოდის შორს, იღვიძებ და შენ ისევ ძილი გსურს. განთიადნი ზიან, შენს თვალებში თოვს. ღამე, ჩაი, პოეზია, წვიმა, ძილი-სულ! მოგაქვს ჩანთებით ხელში დაღლები. ბაღში ფეხებთან გიწევს ძაღლები. არ გენატრები? თრთიან ტალღები ცის ქვეშ ვსახლდები- შენთან მოვდივარ, მინდა გიყურო. გავისეირნოთ სადმე, რას შვრები? არ მიპასუხო, შენ არ მიყურო- ცის ქვეშ ვსახლდები, მაინც დავრჩები! ძველი წიგნები, მტვერში მინები, შენს ლოგინამდე შენი ფეხების მიყვარს ფაჩუნი, მერე იღლები ლოგინს ეხები, შენ გეშინია- ხომ არ იტირებ? მაინც რიგები დგანან ცრემლების სარკეს შენი აქვს ანარეკლები, საპირფარეშო როგორც სამყარო, ცა ასარეკლი, სადაც მარტო ხართ მხოლოდ თქვენ ორნი: შენ და ის შენი სხვა ანარეკლი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი