შენ გინდა გქონდეს ათი სამყარო
შენ გინდა გქონდეს ათი სამყარო მოხვალ და ძვირად. შენი მტკენები რომ გადაყარო თოვლად და წვიმად. სწორედ ამიტომ შენ გინდა სახლი და არა ბევრი არამედ ერთი- რომ ამ განგების შენ იყო მახლი, ყველა სამყაროს უგრძნობი ღმერთი! ვიცი შენ ფიქრობ ყოველ ღამ ხშირად, ბავშვი ხარ თუმცა, გული გაქვს ცალკე. რომ ეგ მოწყენა იყოს კავშირად, შენი კედელი რომ იყოს სარკე- ნუ ღელავ, გული თუ გახდა ავათ, თუ ახლა გტკივა გულში ცხოვრება. ბავშვი ხარ, სიცხე ცხადივით წავა და ისიც აღარ გემახსოვრება! მაგრამ მე მტკივა და არ ბერდება ქრონიკებში მაქვს გული, პაწია- აღარავისში არ მეორდება და მხოლოდ ერთში ყოფნა არჩია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი