მე მინდა შენი ფეხები


შენ ჩემკენ, აქეთკენ იყურები არც ართხელ. საყურედ გაგაკეთე- ხმა ჩამესმის დაკეტე! 
მწერს-არა! მხედავს-არა! მელის-არა! ველი?-კმარა!
როცა გამოვდივარ, მგონია რომ ახლა უნდა შემემთხვე.
რა თქმა უნდა ემთხვევა: ის გადახვევა, ის შეხვედრა. მეხვევა- ცუდი ხასიათით, აქვს წნევა, სტკივა თავი, თავბრუ ეხვევა, ვუყრი ხელს- მეუბნება: "აქ არა, ჯერ ვერა! მამაჩემი დადის და აქ რომ მოხდეს შეხვედრა, იქნება ცუდი შემთხვევა!" კარგი, ვუშვებ ხელს ნელა, გული ღელავს, ვფიქრობ მგონი ვზიზღდები ნელ-ნელა, და არ ვეზიდები!
რა თქმა უნდა ემთხევევა, 
რადგან ყველაფერი არის შემთხვევა.
მაგრამ ამბობს: "არ მეზიზღები!"
ვერ ვხვდები! 
თუ ყლეობა ვთქვი შევხვდები
მაგრამ რატო ვერ ხვდები-
მინდა შენთან, შენ ხტები, 
იქით სადღაცებთან და მე ვერ გწვდები! 
გავიზარდე შეშლილებთან,
ალბათ შენც, მაგრამ მე ვკვდები.
ბნელა, ლაპიონის შუქი ნახევრად ელავს, გვიჩენს ფეხებს და ნელა მინდა მოგიარო, კედლის იქით ვიღაცა მშობიარობს. ვერ ვბედავ, ვერ ვდგები, მინდა ვუთხრა მის ლოყას ეს ტუჩები! ვენდობი ვერ ვშვრები, და ვიღებ ტელეს, ვრთავ netflix, ვაყურებინებ იმას-
ტომ იორკის- ანიმას! 
მინდა ვაკოცო ან იმის თეთრ ხელებს, მის ველებს!
ყელში წყლის ბურთი, მის სურვილს და თვალებს მისველებს. ვისმევ ცივ ხელებს და დემონს 
ვიწმენდ თვალზე ზღვის გემოს.
ვერ ამჩვნევს ის მე რომ
მომაწვა მისი გემო,
ირგვლივ შუქის და ხეების ჩერო-
სახეც არ მიჩანს რომ მზერა ჩემზე შეაჩეროს!
მზე რა ჩვენზე შორს დგას ველზე-
არის საღამო და ვზივართ ერთმანეთის გვერძე!
ის შავი თმების ქუდით, შავი შარვლით, შავი ჰუდით.
მე  ყავისფერი ტყავის კურტკით და ელექტრიკი ჰუდით!
მინდა დაგადო თავი, 
მაგრამ რაა აქ გზა ამ არსების, რომ არ მოუნდეს და საბოლოოდ დავკარგო თავი 
მისი ჩემთან დაარსების!
ასეც მოხდა, ხმა აღმოხდა 
ამბობს: "გავალ!" 
ვიცი რაც მოხდა, უბრალოდ ვმალავ!
-მიგაცილებ, საქმეს თუ არ აგაცილებ?
-მიმაცილე, არ მაცილებ.


ღამის ლილებთან შეგხვდები,
და რა მოხდება თუ იქ იქნები?
მომენტები, ამოვბუგე წარსულიდან-
ჩემი სენტიმენტები-
და არ იქნები იქ, სადაც ვიქნები. მე ჩემი, ვიქმნები მოწყნელი სენსიტივით წიგნების ერთი ტივით, ნეგატივით ვთვრები.
ისევ მინდა მაგ ბაგების 
და მისგან ლამაზი ხმების,
რასაც ვერ ვეხები!
მე მინდა შენი ფეხები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი