უბრალოდ
მინდა მოგეხუტო! შენ ვით ღვთისმშობელი. მე ყურით მკერდზე მესმოდეს გული- რომელსაც პაპის ლანდის სოფელი... გული, რომლსაც სდევს სიყვარული. გეხუტებოდე- ვით სამუდამოს: ხმებს და მიდამოს ვებუტებოდე. მეუბნებოდე: "სად გაქვს უდაბნო?"- "ფრთებს გავატანე"- გეუბნებოდე! ოჰ, მიგდებული მხარზე ჟაკეტი და უჩინარი სუნთქვა ჩანს ყელზე. გადამალული სახის მაკეტი- შენი პროფილი მთავარ კედელზე! თავი მაგ ნაზი სუნით მითვრება. თვალებს უნდიხარ შიშველ ვნებებით. სადაც იქნება ხელების ნება და წარუშლელი ხელოვნებები! მსურს მე გაგხადო და მერე გხატო. გხატო პანტერა, საშოზე ტევრი. მკვდარ მუზეუმად მინდა გაგხადო, რომ სიცოცხლეში ნახონ შედევრი! წევხარ და ალბათ არა გაქვს თავი ამ სიყვარულის, მოგელის კალთა. ადრე ენაზე არ გქონდა ძვალი, ჩემო ძვირფასო, რა დაგემართა? გაკოცებ ყველგან არ ილაპარაკო. მუცელზე წევხარ, ვარ სფინქსზე რექსი. ერექციაა ეგ კაი ტაკო და მხოლოდ შენთან მინდა მე სექსი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი