რომ იყო ახლოს და იყო სადღაც
რომ იყო ახლოს და იყო სადღაც რომ ქროდე ქარად მარად და მართლაც რომ შეგეცოდოს ჩემი ზრახვები და რომ არ მითხრა როგორ წახვედი. რომ არსებობდეს ერთი ოცნება, რომელსაც არ სურს გასაოცრება შენ მიხილავდი არსად და მსგავსად- რომ ვიყოთ სადღაც, რომ ვიყოთ ერთად, რომ ვიყოთ ერთად, რომ ვიყოთ არსად, არსებობს დრო და დრო მივა მტვერთან, ვით მეფეები მივწვებით ერთად. ვით გადაივლის მზეების ჩერო ვით დათრგუნვილი ვიქნები მე რო, ვით სიგიჟემდე გითხარი მოდი და მერე მოვკვდი, თითქოს გელოდი! რომ ვერ დავუშვი მე შენი აფრა ინათა ღამით და მერე ჩაქრა. და მაინც აქ რა ლანდების ზაფრა ინკანტაციით ანათებს დაბლა- აბრაკადაბრა და მერე გაქრა! დისკო გრაციით იხრება ქვემოთ ვით მოგონებას მოაქვს ეს გემო! ხურდა ნაზად და იყო ვულკანი და მშვიდი, როგორც ზღვების ქაფია. ენიგმა არის ეგ შენი კანი! მე ვარ მარადი კალიგრაფია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი