sylvia
სილვიასკენ, ო, სილვია, ყვავილები მიილტვიან. მარად ყვავილს მიყვებოდი და ყვავივილიც მოგყვებოდა. შენ ტიტებით დიდდებოდი, ტიტა შენით დიდდებოდა. ო, სილვია გიჟი არ ხარ შენ სულ სხვა ხარ მე ყვავილად მინახავხარ- გიჟი არ ხარ! არ ესმოდათ მაგ ხილვების. შენ გესმოდა ყვავილების. შენ გესმოდა ყვავილების, რომლის ზღვარზეც გაივლები! სილვიასკენ, ო, სილვია, ყვავილები მიილტვიან, როგორც პარტია. ვიცი ძვირფასო, ყვავილები არ გინატრია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი