გრიგალის ღამე და ფოთლების შეშლილი ცვენა
გრიგალის ღამე და ფოთლების შეშლილი ცვენა, გრილ ქანდაკებებს დაეცემა მკვდრეთით აღდგომით. გეძებდი მაგრად. ახალგზარდის ის აღმაფრენა ვერ იოცნებებს და ვერ მიშველი ასე განდგომით! მკვდარია ახლა საოცნებო ქარიშხალები, და მარმარილოც უჩვეულოდ, რომ გაისილებს შენ ქვად იქცევი და შეხებით აიკრძალები, ვით ლუვრის წევრი. და თავს სახლთან ვინ მიგიცილებს! ო, ასე სდევდა მომაკვდავი სვლა დაღამებას. სევდით დამთვრალი ცას სილურჯე გადაკრულიყო.. და ახლა გინდაც უკვდავება ჯაჭვით დამებას- ძეგლი იდექი და შიგ სუნთქვა განწირულიყო! თუმცა კი ვიგრძენ დაგწოლია რაც უკვდავება. გრიგალის ღამეს მელოდია რაც ვარანჟირეთ. თითქოს გავცვალეთ ჩვენ ორივემ რაღაც ღვთაება და ერთმანეთში სამუდამოდ დავაკავშირეთ! ო, ღამე უკრავს არშიების სივრცით გამაზე და რანაირად აწყდებიან გრიგალს იჭვები. მე მიკვირს, როგორ იბადება ეს სილამაზე, მე მიკვირს ამგვარ სილამაზით რომ არ იფშვნები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი