ჯერჯერობით ცაა შორი


ჯერჯერობით ცაა შორი და იქიდან ისმის როკვა,
მიდის ლურჯში ფაიტონი ქარი ახლავს და მოთოკვა
ძაფი ნერვის არის ძნელი, მითუმეტეს მხოლოდ მაშინ,
როცა შენთვის იყო შორი გამოყოლა და თამაში.
ვიცი არც კი იცის რამე, რამე რაზეც ჩაფიქრდება,
ან მე რატომ შევიყვარე, ოჰ, ნიავი არც კი კრთება.
ჯადოსნური არის ღამე და ვერაფრით ვგრძნობ მის ვნებას
და არ არის საოცრება, ეს არ იყო არც ოცნება,
არც სიზმრარი იყო იგი ფანტაზიის ჯაჭვში მდგარი,
არც ფიქრები ილუზიის, არც სიგიჟე ნიაგარის.
იყო ცხადი აღმაფრენა, ცხადი, როგორც საოცრება,
ცხადი,როგორც ნიაგარი, ცხადი, როგორც ეს ოცნება.
და სიზმარი რეალობის იყო დღემდე, არის ახლაც
და გიჟური ნაამბობის რკინის ნერვის ლექსზე დახლა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი