პოეზი-ა-დან-ში


ჩემკენ მოზიდეთ ისევ ქარები.
ზღვებს გაატანეთ რაც კი ქაფდება.
მაგრამ ძვირფასო, ჩემი კარები 
აღარასოდეს დასამარდება!

რომ აუშენონ ირგვლივ-ცეხია!
ღუზას მიაბან მუზის ანთება-
მაინც, ძვირფასო, ეს პოეზია
უკვდავებაში გადავარდება!

რომ დააყრუონ ჩემი ნაცია,
რომ დაარბიონ ტექნო-მიგნება.
ისევ, ძვირფასო, ინტონაცია
პოეზიიდან გამოფრინდება!

რომ ჩააბნელონ შუქი თვალებად,
რომ დააჯერონ არვინ პირდება.
გეტყვი, ძვირფასო, გრძნობის წვალება
პოეზიაში ადაპტირდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი