გესვრი, ვით ჯუზეპე ვერდი!


მიზიდული გყავს ჩემი გენია
და ვით სამოსი მოგიხდენია!
და ლურჯი მანტო ახლა შენია,
ის კი უბრალოდ ღამის ფერია.
ვიცი არც ერთხელ მოგისვენია,
გადაღლილი გაქვს ეგ იმპერია.
ხოლო მტვერია ქუჩის ზეიმი
ისმის ბიტლზების პენი ლეინი
და შემოდგომის არის პრერია.
როგორც პრიორი დგას ისტერია
და გენოციდი ბეგბედერია!

გესმის? ჩემი პოეზიის გვერდი
გესვრის, ვით ჯუზეპე ვერდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი