ჩემი გონება ყოველ წამს გადის


მსურს ავერიდო ყველა ღრეობას,
ყველა ნაცნობს და ყველა მსვლელობას.
ყველა უცხოს, ვინც ქუჩაში დადის,
ვუყურებ ისე თითქოს მკვეთავენ.
ჩემი გონება ყოველ წამს გადის,
ჩემი თვალები კარებს კეტავენ!
მე ჩემს თავს ძილი კვლავ ავუკრძალე.
ემოციების ხმა წარსულია.
თუ ჩემს გონებას რამეს უბრძანებ-
ვარ მოპასუხე- ის გასულია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი