ოჰ, გრიგალში ფიქრებია ბასრი
ოჰ, გრიგალში ფიქრებია ბასრი და გზას მშვიდად მიუყვება ნდობა- თუ არსებობს არასწორი აზრი, არ არსებობს არასწორი გრძნობა! თუკი ზღაპრებს მიაჭენებს რაში, სულში უფრო მძვინვარეა ჭვრეტა. თუ მიწაზე გიყვარს, როგორც ცაში- არ იქნება რთული ციხის ხვრეტა. განთიადში გაეხვევა ბაღი, ქედმოხრილი ყვავილები დგანან. სანამ შორით იმყოფება ჯანღი... გული სულში იძირება სანამ! როგორც მგზავრის დინებაა მარტო და სად წავა არჩევანი ბრმაა. მისამართი ემსგავსება ფართო დაღამების, განთიადის გრაალს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი