Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_phn1h30bpuc8eu66bsnj9oqtio, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
გიყვარდეს, როგორც ვარდები - _Ni_Ka | პოეზია

გიყვარდეს, როგორც ვარდები


გიყვარდეს, როგორც ვარდები 
ელიან აყვავილებას.
სახლში მძიმეა ფარდები,
სულში დიდია ბრწყინება!

ფენა ნიავის ზეწრების
გაისმა ცების ეჟვნებად!
სადაც ექსტაზით ესწრები
აღტაცებას და შეგრძნებას!

სადაც გაქრება მწუხარე:
სევდის და დარდის ზარები.
დაგეზარება არასდროს-
არასდროს დაეზარები!

გიყვარდეს, როგორც ლიმიტი
კოსმოსებრ, ცისებრ და ზღვისებრ.
რაც შენ გეკუთვნის შენ გარდა
ვერავინ ვერ გაასხვისებს!

და სიმსუბუქე ანათებს
ცისკარად სულის სიარეს.
მალვა არ უნდა არაფერს-
თუ გიყვარს გაუზიარე!

ოჰ, ქარი წარსულს ამძიმებს
დავიწყებაში ვერ ლღვები.
შენი ტუჩები- ბარძიმებს,
შენი ხელები-ვერხვები!

სინაზით ხარობს ფერვალი,
სიღრმე გამოჩნდა თვალებით.
გიყვარდეს, როგორც მწვერვალი:
სიგიჟით, იდუმალებით!

მსურს გადაგცურო მძინარე,
შეგიცნო გადანატირი.
შენი სულია მდინარე,
შენი სხეული ნაპირი!

მიყვარხარ, როგორც ვარდები
ელიან აყვავილებას!
როგორც ყოველი ლიმიტი!
სიღმისეული ქმნილება!

4 თებ. 2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი