ოჰ, დამჭკნარია ყოველი ირგვლივ


ოჰ, დამჭკნარია ყოველი ირგვლივ.
როცა ცხოვრება მოლოდინზეა,
იქ უცაბედად გვადგამენ გვირგვინს
და გვაქვს ღიმილი ვით ოდისეა.

თუმცა ღერძიდან ძვრება დროება,
რომ იანვარში კვლავ ივნისია.
ყველაზე გრძელი ამაოება
ამაოების დასაწყისია!

ცას მთვარე თითქოს მიქარგულია
და გათენება ხვალის ჩუმდება.
ყველაზე გრძელი სიყვარულია,
ყველზე მოკლე-შენარჩუნება.

და დეკემბერი ერთადერთია,
სადაც ოხვრაა, სადაც ცდუნება...!
ყველაზე ძნელი საგიჟეთია
და მოგონების განადგურება.

ელვა ქუხს ზეცით, ეს ზარებია,
ზარი სევდის და ზარი წვალების.
ყველაზე ახლო შენი თმებია!
ყველაზე შორი შენი თვალები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი