მე მდუმარებამ მომიტანა აზრიდან ის რომ...
მე მდუმარებამ მომიტანა აზრიდან ის რომ, გზა ჩამომართმევს, ვით წარსული, წამთა ამქარებს! ჩემო ლამაზო, პოეზია ყოფილა ვიწრო თეთრყელიანი და ახლა კოსმოს მიმოაქანებს! შორ სიგიჟიდან ამოანთებს მზეების სითბო და ღამეებში ჯოჯოხეთი მართავს ამ ქარებს. მე პოეზიის მივადექი წამის ოლიმპოს და ახლა სიტყვა სიმბოლიურ წარსულს აფარებს! და რაც არ უნდა დაშვებული მე ელვა ვიგრძნო- წამი გონებას, მხოლოდ წამით შემოახარებს. შემდეგ ტვირთივით მოგონება მითრევს რომ გიგრძნო და ოცნებების მომავლიურ გეგმებს აპარებს! რომ ოდეს მაინც... რომ ძვირფასო... რომ შემომისწრო! სადაც ფეხები იმ კუბოკრულ კაბას ატარებს. მე აზროვნების სივრცეში ვარ, რომ მას მივეპყრო- სადაც ადგილი შორია და დროს არ მაკმარებს! და გამთენიით, გასულ ღამის შუქი რომ ვიცნო- ვერ მივეჩვევი დიდ ქალაქებს, მთებს და ამ ბარებს- რადგან ვიცი რომ უკვე მალე რაღაც მომიხმობს და შევერევი საფლავების უკვდავ ამბავებს! ანუ დრო არ მაქვს ავიკიდო ტვირთად ისიც რომ- უსიყვარულოდ მზე არ მოსჩანს ცების კამარებს. რადგან მზე თვითონ თავისთავად ხდება მიწაზე და მზე თუ არა- ცა სიყვარულს დაისამარებს! ანუ დრო არ მაქვს ავიკიდო სიკვდილის სიმსხო და ჩამძირავი იმედები რანიც მძინარებს- რომ შემდეგ სიბრალული ტანჯვით მივიზღო რაც ნელა მაჭკნობს და მასისხლმდინარებს! ანუ დრო არ მაქვს რომ შევიგრძნო მე ეს შენი დრო. ხორცი აღარცერთ სახელს უკვე აღარ ატარებს. რა დარჩენია პოეზიას გარდა იმის რო- მხოლოდ წამია და იგი ყოფას წამით ამთავრებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი