ახლა როცა ცოცხალი...
ახლა როცა ცოცხალი ველი უფრო დაღუპვას და შენი ხმაც მძიმეა იმ ქარებით დახშული. სიზმარს უდაბნოეთის ხელი როგორ გავუშვა? როცა მთელი ცხოვრება ჩემთვის არს დარაზული. სად მიგნება მიმათრევს ქარში მშვენებისაკენ, სადაც ყოველი ყოფნა გახდა მძიმე თაობა. გეზი მართულ გზებისა. გეზი ღმერთებისაკენ. იყოს მხოლოდ ზეცეთი, ლანდი, არარაობა. დავიფერფლო შემთხვევით, მოალერსედ და ჩუმად. როგორც ახლა ჩუმია შენი ხმა და თანხმობა. გავყვე ნისლებს, ცისფერებს, და ღამის აბრეშუმი ჩემთან ერთად მოელის წასვლასა და გაქრობას. დაისეროს ხელები პოეზიის ხანჯლებით. გახდეს ჩემი არსება, როგორც ნივთიერება. და წარსული კვდებოდეს მომავლის დაარსებით და მომავალს მიეცეს მცირე ლმობიერება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი