მოვა თეთრი ზამთარი თოვლთა დინებებიდან...
მოვა თეთრი ზამთარი თოვლთა დინებებიდან შეინახავს მაისის ამომავალ ადგილს. მე სიზმარში მოვალ შენთან, შენი ოცნებებიდან, რომ მოგეფერო დაღლილს! არაფერი არ მითხრა მხოლოდ თავი მომადე. მოგეფერო თმებზე, ხელებზე მოგეფერო. ახლა პოეზიაში ვერ წამართმევს ადგილს გააცოცხლონ მეფე რო! კვლავ სიყვარულს დაუხრია წამიერი სევდა ძალაა მაგიური ძალა ინტრავერტული. აწრიალებს ჩემს სახლს ჩუმად: ქარი, წვიმა, შენ და ტუჩი პერგამენტული! მეყველაზე მეტად მიყვარს კაბით შენი ფეხები. გზებზე ვეღარაფრით მიხვალ, ვიცი როგორი სველი ხარ, და ვერასდროს გეხები! ვიცი რაც არ უნდა გკითხო უკვე დავიგვიანე, ყველა ჩემი სილამაზე უკვე სიმახინჯეა! ისევ მწვანე გაგიჟების მოდის ის ოკეანე ისევ უშენობიდან რჩენილი იმიჯია! ფიქრები აღარ მსდევს! გთხოვ... ჩემთან დარჩეს, და არა გენში. და გეტყვი შენში, რომ შევუყვარდი მთლიანს კი არა, მე შევეზიზღე ნარჩენს! და ახლა ვწევარ შენს სამარეში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი