Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_305i841eb7gchno6nshf0dmpev, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
შენი მსდევს თმების, რეფრენების, ლამაზი მარში... - _Ni_Ka | პოეზია

შენი მსდევს თმების, რეფრენების, ლამაზი მარში...


შენი მსდევს თმების რეფრენების ლამაზი მარში.
თუკი თვალები ამ პალმების ძირში მარხია
მაშინ ოცნება გატანილი ბავშვით ქარში-
რამ შეარხია?

საღამოობით იის ცებზე ღვთაებებს ვიჩენ.
მე მიყვარს ახლა! ყოველივე ახლა მწყურია,
ამასთანავე მივაწვები სევდიან კლიშეს
და ჩემს ოთახში შავი ლანდი მარტოსულია!

და უკვდავებას აღმოხდება ბოლო ქაფები.
სული მუსიკის-მოფრინდება ლექსთა პარტია!
შორილ მწვერვალებს დაივიწყებს წამით ალპები-
ჩემო, ძვირფასო, ჩაი გველის და თან მარტია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი